07 October 2011

მასწავლებლის სახლი

5 ოქტომბერს გაიხსნა მასწავლებლის სახლი. მასწავლებლის სახლი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება.

23 August 2011

ტრენინგები კასპში

23 აგვისტოდან მეორე დონის ტრენინგს კასპის #1 საჯარო სკოლაში ნიგოზას, კოდისწყაროს, ზემო ხანდაკის, სასირეთის საჯარო სკოლების 6-6 მასწავლებელი გაივლის.

07 August 2011

გრძელდება მეორე დონის ტრენინგი კასპში

5 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით მეორე დონის ტრენინგს კასპის 1 საჯარო სკოლაში ქვ.გომის, ლამისყანის, ახალქალაქის, მეტეხის #1 საჯარო სკოლის პედგოგები გაივლიან.

27 March 2011

სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ტრენინგი

მიმდინარეობს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ინტეგრირებული გამოცდისთვის სერტიფიცირებულ მასწავლებელთა 15 საათიანი ტრენინგი.

04 March 2011

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT)

ტრენინგები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. ტრენინგების მიზანია:

· ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვა, რომელიც საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო მიდგომების გამოყენებას მოიცავს;

· არსებული ციფრული რესურსების და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე მონაწილეობა მათ შექმნაში;

· ტექნოლოგიების გამოყენებით ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება-სწავლისთვის გარემოს შექმნა;

· პროფესიულ სასწავლო საზოგადოებებში მონაწილეობა, პრაქტიკოსებთან და ექსპერტებთან გამოცდილებისა და საუკეთესო მაგალითების გაზიარების მიზნით, მათ შორის ელექტრონული საზოგადოებების საშუალებით;

· ტექნოლოგიებით გამდიდრებული შეფასებების გამოყენება, რომელიც მოსწავლეებში თანამედროვე მოთხოვნების უნარ-ჩვევების გაზომვის საშუალებას მოგვცემს.