სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ტრენინგი |
მიმდინარეობს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ინტეგრირებული გამოცდისთვის სერტიფიცირებულ მასწავლებელთა 15 საათიანი ტრენინგი. |
ტრენინგების მიზანი:სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობა ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.
სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ტრენინგი |
მიმდინარეობს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ინტეგრირებული გამოცდისთვის სერტიფიცირებულ მასწავლებელთა 15 საათიანი ტრენინგი. |
ტრენინგები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. ტრენინგების მიზანია:
· ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვა, რომელიც საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო მიდგომების გამოყენებას მოიცავს;
· არსებული ციფრული რესურსების და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე მონაწილეობა მათ შექმნაში;
· ტექნოლოგიების გამოყენებით ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება-სწავლისთვის გარემოს შექმნა;
· პროფესიულ სასწავლო საზოგადოებებში მონაწილეობა, პრაქტიკოსებთან და ექსპერტებთან გამოცდილებისა და საუკეთესო მაგალითების გაზიარების მიზნით, მათ შორის ელექტრონული საზოგადოებების საშუალებით;
· ტექნოლოგიებით გამდიდრებული შეფასებების გამოყენება, რომელიც მოსწავლეებში თანამედროვე მოთხოვნების უნარ-ჩვევების გაზომვის საშუალებას მოგვცემს.