ტრენინგების მიზანი:სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობა ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.
24 November 2009
10 October 2009
08 October 2009
07 October 2009
მეორე-დონის ტრენინგი: ”ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში”
მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა
ტრენინგ-კურსის მიზანი
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობა ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.
სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ იმ საჯარო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ინტერნეტ-კავშირით იქნება უზრუნველყოფილი 2009 წლის ბოლომდე ”საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” მიერ.
სკოლის ადმინისტრაციას ვთხოვთ შეარჩიოს 6 მასწავლებელი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. თითო მასწავლებელი 5 საგნობრივი კათედრიდან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები) და დაწყებითი კლასის მასწავლებელი.
შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმია კომპიუტერის საბაზო უნარების ფლობა: ტექსტური რედაქტორი, ინტერნეტში ძიება, ელ-ფოსტა.
მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ტესტირება: მასწავლებელმა საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია უნდა აკრიფოს ტექსტურ რედაქტორში და მიბმული ფაილის სახით გადაუგზავნოს ტრენერს ელექტრონულ ფოსტაზე.
დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში მასწავლებელი მონაწილეობას მიიღებს ტრენინგში. მასწავლებელი ვინც ვერ შეასრულებენ დავალებას, მომდევნო თვეში გაივლის იგივე სახის ტესტირებას.
ტრენინგ-კურსის აღწერა
კურსი 39 საათისაგან შედგება, რომელიც 13 სამსაათიან დღედაა დაყოფილი და მოიცავს 4 მოდულს.
მოდული I. კურსის შესავალი (3 სთ.)
კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, შეფასება
სასწავლო პროცესში ისტ გამოყენების მნიშვნელობა
მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში
სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილი, თემატური ერთეული, სასწავლო პროექტი)
მოდული II. გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (24 სთ.)
გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება
ეფექტური გაკვეთილის ძირითადი მახასიათებლები
გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC)
გაკვეთილის დაგეგმვა
ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში
გაკვეთილის მომზადება: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება
სწავლების სტრატეგიები ისტ-ის გამოყენებით
სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით
გაკვეთილის შეფასება
მოდული III. სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (6 სთ.)
სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება
ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები
სასწავლო პროექტის დაგეგმვა
ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესში
თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება
სასწავლო პროექტის შეფასება
მოდული IV. თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით (3 სთ.)
მასწავლებლის თვითშეფასების პრინციპები და ინსტრუმენტები
მასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო
მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესი
პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით
კურსის შედეგები
კურსის წარმატებით გავლის შედეგად მონაწილე:
• გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
• შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
o ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
o ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
o სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
o მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
o მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
• შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
• შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;
• შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.
ტრენინგ-კურსის პროდუქტი
მასწავლებელი შექმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს:
• გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი);
• სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი).
სერტიფიცირების პირობები:
• მინიმუმ 10 ტრენინგ-დღეზე დასწრება;
• მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამი დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში;
• კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექტრონული პორტფოლიო;
• პირადი ბლოგი, სადაც სასწავლო პროექტია განთავსებული.
19 September 2009
18 September 2009
Subscribe to:
Posts (Atom)