27 March 2011

სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ტრენინგი

მიმდინარეობს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ინტეგრირებული გამოცდისთვის სერტიფიცირებულ მასწავლებელთა 15 საათიანი ტრენინგი.

04 March 2011

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT)

ტრენინგები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. ტრენინგების მიზანია:

· ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვა, რომელიც საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო მიდგომების გამოყენებას მოიცავს;

· არსებული ციფრული რესურსების და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე მონაწილეობა მათ შექმნაში;

· ტექნოლოგიების გამოყენებით ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება-სწავლისთვის გარემოს შექმნა;

· პროფესიულ სასწავლო საზოგადოებებში მონაწილეობა, პრაქტიკოსებთან და ექსპერტებთან გამოცდილებისა და საუკეთესო მაგალითების გაზიარების მიზნით, მათ შორის ელექტრონული საზოგადოებების საშუალებით;

· ტექნოლოგიებით გამდიდრებული შეფასებების გამოყენება, რომელიც მოსწავლეებში თანამედროვე მოთხოვნების უნარ-ჩვევების გაზომვის საშუალებას მოგვცემს.

10 October 2010

მეორე დონის ტრენინგები გრძელდება

ახალი სასწავლო წელი დაიწყო და მეორე დონის ტრენინგები გრძელდება.
ჯგუფების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩანართში : "ჩემი ჯგუფები"

18 September 2010

  1. Windows-ის ლოკალიზაცია სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოს ვებგვერდიდანაც არის შესაძლებელი საჯარო სკოლებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ქართულენოვანი ოპერაციული სისტემითა (Windows) და საოფისე პროგრამებით (Microsoft Office) იმ კომპიუტერულ ტექნიკაზე, რომლებზეც მოხდა ლიცენზირებული Windows-ს ინსტალაცია. Windows XP - ქართულენოვანი ინტერფეისის პაკეტი;

Microsoft Office 2007 - ქართულენოვანი ინტერფეისის პაკეტი

იხ. http://www.esida.ge/ge/news/190-windows--.html

გადმოწერეთ დააყენეთ და ისიამოვნეთ ქართულენოვანი ინტერფეისით :)

15 September 2010

ვირტუალური ლაბორატორია

ვირტუალური ლაბორატორიის სამოდელო ვიდეო გაკვეთილები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე დევს.